Belive

მამუკელაშვილის რეკორდები და სან ანტონიოს მოგება ნიუ იორკთან

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სანდრო მამუკელაშვილს NBA-ში ისტორიული მატჩი ჰქონდა. ,,სან ანტონიოს'' ქართველმა ფორვარდმა ,,ნიუ იორკთან'' მოგებულ შეხვედრაში 34 ქულა მოაგროვა, რაც ქართველებს შორის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

მამუმ პარკეტზე სულ რაღაც 19 წუთი გაატარა და 34 ქულასთან ერთად, 9 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრასაც მოუყარა თავი. სანდრომ 7-დან 7 სამქულიანი ჩააგდო, რაც ქართველებს შორის ასევე რეკორდია.

შეხვედრის MVP სწორედ მამუკელაშვილი გახდა, მასზე მეტი ქულა მატჩში არავის ჰქონია.

NBA-ის ისტორიაში აქამდე სულ 3 შემთხვევა იყო, როცა მოთამაშემ 20 წუთზე ნაკლები ითამაშა და 30+ ქულა მოაგროვა:

  • ჯეილენ ბრაუნი - 33 ქულა

  • კევინ ლავი - 32 ქულა

  • კევინ დურანტი - 30 ქულა

შესაბამისად, სანდროს კიდევ ერთი ახალი რეკორდი ეკუთვნის - მას, NBA-ის ისტორიაში, 20 წუთზე ნაკლებ დროში, ყველაზე მეტი ქულა აქვს მოგროვებული.

,,სან ანტონიო სპურსი'' მომავალ მატჩს შაბათს, 22 მარტს, ,,ფილადელფია სიქსერსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები