Belive

სანდრო მამუკელაშვილმა 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო

3 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსი" "დეტროიტ პისტონსთან" 122:96 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა 16:54 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი), 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ყველაზე მეტი 27 ქულა მარკუს სასერს ჰქონდა, 26 ქულა დევინ ვასელმა ჩააგდო.

"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 31 მოგებით და 40 მარცხით მე-13 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 28 მარტს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები