Belive

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი | სან ანტონიომ ტორონტო რეპტორსი დაამარცხა

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსმა" "ტორონტო რეპტორსი" 89:123 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა 16:25 წუთი ითამაშა, რა დროშიც 13 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჰქონდა.

ყველაზე მეტი 25 ქულა დევინ ვასელმა ჩააგდო, 22 ქულა ჰქონდა სკოტ ბარნსს.

"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 31 მოგებით და 39 მარცხით მე-13 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 26 მარტს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები