ლუის ენრიკე: "ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია, ხშირად კვარადონას ვეძახი"
5 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს. ესპანელი სპეციალისტი საქართველოს ნაკრების კაპიტანს აქებს და ამბობს, რომ ის განსაკუთრებული ფეხბურთელია.
"კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია. ხშირად ვეძახი კვარადონას და კიდევ ბევრ რამეს.
მას აქვს ყველაფერი: შეუძლია გოლის გატანა, დრიბლინგი, თამაში გუნდისთვის. ის განსხვავებულია სხვა ფეხბურთელებისგან.
მინდა, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, რადგან მისი პოტენციალი ძალიან დიდია. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენს გუნდშია", - ამბობს ლუის ენრიკე.
ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე სეზონი აქვს. პსჟ-ს შემადგენლობაში მას ამ სეზონში 15 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული. პსჟ ლიგა 1-ს ლიდერობს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალშია გასული და მიუნხენის ბაიერნთან ორმატჩიანი დუელი ელოდება.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ბაიერნთან საწყის მატჩს 28 აპრილს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.