"დეტალებს აზუსტებენ" - ანზორ მექვაბიშვილი MLS-ში ტრანსფერს უახლოვდება
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
რუმინული მედია საშუალება fanatik საქართველოს ნაკრებისა და უნივერსიტატ კრაიოვას ცენტრალური ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის MLS-ის წარმომადგენელ ჩიკაგო ფაიაში ტრანსფერის შესახებ საუბრობს.
"მიუხედავად უნივერსიტეტა კრაიოვას მფლობელის, მიჰაი როტარუს მიერ შეთავაზებული სარფიანი კონტრაქტისა და ხელფასის გაზრდისა, ქართველმა ნახევარმცველმა კლუბში დარჩენაზე უარი განაცხადა. ტრანსფერის ძირითადი მიზეზი ფეხბურთელის ოჯახის გადაწყვეტილებაა, რომელიც ამერიკაში გადასვლას ითხოვდა.
კლუბებს შორის საბაზისო თანხაზე, 3 000 000 დოლარზე მიღწეულია შეთანხმება, თუმცა მხარეები ბონუსებსა და მომავალი ტრანსფერიდან მისაღებ პროცენტებზე მსჯელობენ (რამაც ჯამში შესაძლოა 4 000 000 დოლარს მიაღწიოს).
მექვაბიშვილი MLS-ის კლუბს, ჩიკაგო ფაიას უერთდება, სადაც მისი თანაგუნდელი რობერტ ლევანდოვსკი იქნება.
ფეხბურთელი ბუქარესტში რაპიდთან მატჩისთვის იმყოფებოდა, თუმცა მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ტრანსფერი გადამწყვეტ ფაზაშია", - წერს fanatik.
ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას შემადგენლობაში 117 მატჩში 7 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მან რუმინეთში სამივე ტიტულის მოგება შეძლო, ჩემპიონატის, თასის და სუპერთასის, ამავე დროს კრაიოვამ კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში ზედიზედ მეორედ გასვლა მოახერხა.