ოფიციალურად: ივა გელაშვილი კლუჟის ფეხბურთელია
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ივა გელაშვილი კარიერას რუმინეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში, კლუჟში გააგრძელებს.
25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და რუმინეთის 8-გზის ჩემპიონმა მისი დარეგისტრირება და ტრანსფერის გამოცხადება შეძლო.
ივა გელაშვილს კარიერის განმავლობაში პრაღის სპარტაში, დინამო ბათუმში, ბოლნისის სიონში, იბერია 1999-ში, სპეციასა და პანსერაიკოსში უთამაშია. საქართველოს ნაკრებში ივა გელაშვილს 5 მატჩი აქვს ჩატარებული.