Belive

La Republica: "დე ლაურენტისმა პირობა შეასრულა, კვარა კონტრაქტს გაახანგრძლივებს"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ნაპოლისთან" კონტრაქტის განახლება გადაწყვეტილი საკითხია.

საუბარია იმის შესახებ, რომ მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ და დეტალები გარკვეულია.

"პრეზიდენტმა ექსტრემალურად შეამცირა ხელფასის ზღვარი და მზადაა შეასრულოს ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიცემული დაპირება, რომ რომელუ ლუკაკუს შემდეგ მისი ანაზღაურება გუნდში ყველაზე მაღალი იქნება. ყოველწლიური ხელფასი 5 მილიონ ევროს შეადგენს.

ანტონიო კონტეც, რომელსაც გარანტია მისცეს, რომ კვარაცხელია გუნდში აუცილებლად დარჩება, კმაყოფილია. კასტელ ვოლტურნოში ისევ მშვიდობაა. ახლა ლურჯი გუნდის მთავარი ვარსკვლავი კვარაა და შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მხარეები კონტრაქტზე ხელის მოწერასთან ახლოს არიან", - წერს La Republica.

იტალიის სერია A-ში ჩატარებული 3 ტურის შემდეგ "ნაპოლის" ორი გამარჯვება აქვს და ლიდერთა შორისაა. თავად ხვიჩა კვარაცხელიას ერთი გოლი და ერთიც საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შეკრებაზე იმყოფება და 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჩეხეთთან, ხოლო 10 რიცხვში, ტირანაში, ალბანეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადება.

სხვა სტატიები