ივიცა ოლიჩი: "საქართველოში ფეხბურთი ვითარდება"
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქის, ხორვატიის ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ვეტერანი ფეხბურთელი, ივიცა ოლიჩი გახლავთ. მიუნხენის "ბაიერნისა" და "ჰამბურგის" ვეტერანი თავდამსხმელი, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ მეტოქის ძალებზე საუბრობს.
"საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და შვედეთს აჯობა, რაც მათ ხარისხსა და სერიოზულ შესაძლებლობებზე მეტყველებს. ეს ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. საქართველოში ფეხბურთი განვითარების გზაზეა", - ამბობს ვეტერანი ფეხბურთელი და ამჟამად ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში, ხორვატიას შეხვდება. ორრაუნდიანი ორთაბრძოლის საწყისი მატჩი 15 ნოემბერს, საქართველოში, ხოლო საპასუხო ხორვატიაში, 19 რიცხვში შედგება.