Belive

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ისტორიული მატჩებისთვის ცნობილია

1 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა უეფას ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფისთვის ცნობილია.

ჩვენი გუნდის განაცხადი მოახლოებული შეხვედრებისთვის რამაზ სვანაძემ 24 ფეხბურთელით დააკომპლექტა, მათ შორის ორი დებიუტანტია: დაჩი ლორთქიფანიძე და ირაკლი იაკობიძე.

ხორვატიასთან ორმატჩიანი პლეი-ოფის საწყის შეხვედრაში საბა ხვადაგიანი და ნოდარ ლომინაძე ყვითელი ბარათების დაგროვების გამო მიღებული დისკვალიფიკაციის შედეგად არ ითამაშებენ.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი);

მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), ირაკლი იაკობიძე (გაგრა), თორნიკე მორჩილაძე (თელავი);

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია); თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია);

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საწყის მატჩში ხორვატიას 15 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

სხვა სტატიები