Belive

გიორგი მამარდაშვილი: "უკეთ ვარ და მალე გუნდთან ერთად ვარჯიშს დავიწყებ"

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა eldesmarque-თან ტრავმიდან გამოჯანმრთელების შესახებ ისაუბრა.

"ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. ამ მომენტისთვის განცალკევებულად ვვარჯიშობ, მაგრამ დღესასწაულების შემდეგ გუნდთან ერთად საწვრთნელ პერიოდში მონაწილეობას მივიღებ.

ახლა ჩვენ გულშემატკივრის მხარდაჭერა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. მათი დამოკიდებულებით ძალიან ბედნიერი ვარ. ყველა მათგანს მინდა, რომ შობისა და ახალი წლის დღესასწაულები მივულოცო.

ძალიან ვამაყობ, თუ გულშემატკივრები განსაკუთრებულ მოთამაშედ მთვლიან. მეოთხე წელიწადია, რაც აქ ვარ და მოსვლიდანვე, თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში.

ახლა გულშემატკივრის გვერდით დგომა ყველაზე მეტად გვჭირდება. ერთიანობით უნდა შევძლოთ და მატჩები მოვიგოთ, ქულები დავაგროვოთ და ძლიერები გავხდეთ", - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში ორ მატჩში ტრავმის გამო ვერ ითამაშა, საიდანაც "ვალენსიამ" ერთი წააგო, მეორეში კი ფრედ ითამაშა. 24 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის ამ სეზონში 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 3-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სხვა სტატიები