Belive

"კვარაცხელია სიტისთვის იდეალური არჩევანი იქნება" - გელა დავითაძის ინტერვიუ ევროპულ მედიასთან

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"დინამო ბათუმის" მთავარი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს თანაშემწემ, გელა დავითაძემ ევროპულ მედია საშუალება footballtransfers-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. გელა დავითაძე გია გეგუჩაძის ასისტენტიც გახლდათ და გუნდში იმ დროიდან მუშაობს, როცა საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი აჭარელთა მაისურს ირგებდა.

"მანჩესტერ სიტის" სათამაშო სტილი ხვიჩას შეეფერება. "ქალაქელები" პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით გასაოცარ ფეხბურთს თამაშობენ და ვფიქრობ ამ გუნდს ხვიჩა კვარაცხელია ძალიან მოუხდება. ვიცი, რომ "სიტის" ამ პოზიციაზე ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, როგორებიც ჯეკ გრილიში და ჟერემი დოკუ არიან. მათ პატივს ვცემ, მაგრამ მჯერა, რომ ხვიჩა უფრო უკეთესია და შეუძლია გუნდს მეტი რამ შესძინოს.

ვფიქრობ, ხვიჩა "სიტისთვის" ახლა საუკეთესო გამოსავალია. გიორგი ქინქლაძე გუნდში ბრწყინავდა და შესაძლებელია, დადგეს დღე, როცა ხვიჩა მის გზას გაჰყვება", - ამბობს გელა დავითაძე.

უახლესი ინფორმაციების მიხედვით, 23 წლის ქართველი ვარსკვლავის გაშვება "ნაპოლის" არ სურს და გუნდის ხელმძღვანელობა ხვიჩა კვარაცხელიას გაუმჯობესებული პირობებით კონტრაქტის განახლებას სთავაზობს.

სხვა სტატიები