Belive

ვლადიმირ ვაისი: "წარმოიდგინეთ, ახლა რომ ჩაკვეტაძე გვყავდეს..."

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბრატისლავის "სლოვანმა" ისტორია დაწერა. სლოვაკეთის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა არსებობის ისტორიაში სადებიუტოდ, უდიდესი ევროპული ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის კარის შეღება მოახერხა. თანაც, ეს ყველაფერი ახალი ფორმატით ჩასატარებელი ტურნირის საწყის გათამაშებაში მოხდება.

ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ვლადიმირ ვაისია. ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტი. საქართველოს ნაკრების წინა თავკაცმა არამხოლოდ "სლოვანის", მთლიანად სლოვაკური ფეხბურთის ისტორია დაწერა. მან უკვე მეორე სლოვაკური გუნდის მწვრთნელის რანგში შეძლო ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება.

მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და გიორგი ჩაკვეტაძის როლსაც ხაზი გაუსვა.

"ჩვენმა მენტალიტეტმა სტატისტიკურ მონაცემებზე გაიმარჯვა. ახლა "სლოვანმა" ბევრი ადამიანის შეურაცხყოფას აჯობა. ეს ჩვენი გუნდის და მთლიანად სლოვაკეთის დიდი გამარჯვებაა.

ატმოსფეროს და გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მატჩის წინ ფეხბურთელებს გასახდელში საკუთარი ოჯახის წევრების გამამხნევებელი ვიდეოები ვაჩვენეთ. ყველაფერზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ "სლოვანს" დიდი გეგმები აქვს და ეს გამარჯვება ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. წარმოიდგინეთ, ახლა რომ გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრ ჩავრიჩი ისევ გვყავდეს", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია და ვლადიმირ ვაისი ახალ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ერთადერთი დებიუტანტი გუნდის წარმომადგენლები იქნებიან.

სხვა სტატიები