Belive

სოლომონ კვირკველია ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, სოლომონ კვირკველია ქუთაისის "ტორპედოს" შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.

33 წლის ფეხბურთელი 2024 წლის სეზონის დასრულების შემდეგ "დინამო თბილისიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვიდა და როგორც ირკვევა, ის ქუთაისურ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ეს საბა კვირკველიას კარიერაში რიგით მესამე ქართული გუნდი იქნება, "დინამო თბილისამდე" ის "გაგრაში" თამაშობდა.

ქუთაისის "ტორპედომ" აქამდე ქართველი ფეხბურთელები: პაატა ღუდუშაური, გიორგი კოხრეიძე, ლევან ხარაბაძე, გლიბ კატკოვი, სოსო კოპალიანი და ლეგიონერები, მოჰამად ჩერიფი და ერიკ პიმინტელი დაიმატა.

სხვა სტატიები