Belive

"კვარაცხელია სამეულში მოხვდება", - ბიქსენტ ლიზარაზუ ოქროს ბურთის კანდიდატებზე

14 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ვეტერანი ფეხბურთელი, ბიქსენტ ლიზარაზუ, რომელიც ახლა სატელევიზიო ექსპერტის სტატუსით მოღვაწეობს, ოქროს ბურთის მოახლოებული დაჯილდოების შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

"შევეცდები, ჩემს კრიტერიუმებს მივყვე, რომლებიც ძირითადად კოლექტიურია. იყო სეზონი ორი მთავარი შეჯიბრებით: ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი. ასე რომ, სამეულში კვარაცხელია, იამალი და დემბელე მოხვდებიან", - ამბობს ბიქსენტ ლიზარაზუ.

56 წლის ვეტერანი და საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, წლების განმავლობაში მიუნხენის ბაიერნისა და საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში დაცვის მარჯვენა და მარცხენა ფლანგებს ინაწილებდნენ. მათ ერთად, ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ კონფედერაციის თასი (2001 და 2003), ხოლო მიუნხენის ბაიერნთან ერთად 4 ბუნდესლიგა, 3 გერმანიის თასი, ერთხელ გერმანიის ლიგის თასი, თითო ჯერზე კი ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგეს. მათ მოედანზე ერთად 154 მატჩში აქვთ მონაწილეობა მიღებული, სანიოლის პასით კი ლიზარაზუმ გოლის გატანა ბოხუმის კარში მოახერხა.

სხვა სტატიები