Belive

17 ნოემბერი | დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში

6 დღის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის დასკვნით მატჩს 17 ნოემბერს, უეფას ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის B დივიზიონის დასკვნითი ტურის ეგიდით, უკრაინასთან გამართავს.

17 ნოემბრის თარიღით საქართველოს ნაკრებს თავისი არსებობის ისტორიაში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და სამივე შესაძლო შედეგი დაფიქსირებული.

2004

მეტოქე: დანიის ნაკრები

ტურნირი: 2006 წლის ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

სტადიონი: მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი (თბილისი, საქართველო)

დასწრება: 25 000

ანგარიში: 2:2

გოლები: გიორგი დემეტრაძე (35), მალხაზ ასათიანი (76)

მსაჯი: დარკო ჩეფერინი (სლოვენია)

შემადგენლობა: აკაკი დევაძე, ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, კახა კალაძე (კ), მამია ჯიქია (დავით კვირკველია, 73), ლევან ცქიტიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, ლევან კობიაშვილი, მალხაზ ასათიანი, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე იაშვილი (შოთა არველაძე, 73).

მთავარი მწვრთნელი: ალან ჟირესი (საფრანგეთი)

2010

მეტოქე: სლოვენია

ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

სტადიონი: ბონიფაკა სთედიუმი (კოპერი, სლოვენია)

დასწრება: 4 000

ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ: 1:2

გოლი: ალექსანდრე გურული (67), ჯანო ანანიძე (68)

მსაჯი: მარკ ვაითბი (უელსი)

შემადგენლობა: გიორგი ლორია, გურამ კაშია, ზურაბ ხიზანიშვილი, აკაკი ხუბუტია, დავით კვირკველია, ჯანო ანანიძე (ალექსანდრე კოშკაძე, 89), კახა კალაძე, ჯაბა კანკავა (ლევან კაკუბავა, 73), გოჩა ხოჯავა (სანდრო ხოჯავა, 46), ნიკა გელაშვილი (თორნიკე ოქრიაშვილი, 62), ირაკლი მოდებაძე (მათე ვაწაძე, 46). 

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

2022

მეტოქე: მაროკოს ნაკრები

ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

სტადიონი: შარჯას სტადიონი (შარჯა, არაბთა გაერთიანებული საამიროები)

ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 3:0

მსაჯი: ადელ ალ ნაქბი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)

შემადგენლობა: გიორგი მამარდაშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია (საბა საზონოვი, 78), გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი აბურჯანია (ანზორ მექვაბიშვილი, 78), ნიკა კვეკვესკირი (გიორგი ბერიძე, 82), გიორგი წიტაიშვილი (ლევან შენგელია, 35), ზურიკო დავითაშვილი (საბა ლობჟანიძე, 62), დავით ვოლკოვი (გიორგი ქვილითაია, 62)

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)

საქართველოს ნაკრების მატჩი უკრაინასთან სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში 17 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები