Belive

"კვარას არ დაყენება გადამწყვეტი ფაქტორი იყო" - იტალიური მედია

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლის" 2023/24 წლების სეზონში მეორე მთავარი მწვრთნელი, ვალტერ მაცარი ეყოლება. იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა დაკავებული თანამდებობიდან რუდი გარსია გაათავისუფლა, რომელსაც არადამაკმაყოფილებელი შედეგები ჰქონდა.

იტალიური მედია საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში არსებული ცვლილების დეტალებს ამჟღავნებს და როგორც ირკვევა, სწორედ 22 წლის ქართველი ვარსკვლავის სასტარტო შემადგენლობაში არ დაყენება ("ემპოლისთან" მატჩში) გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. ამან გუნდის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი განარისხა და ის გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ფიქრობდა, საბოლოოდ მიაღებინა.

"გუნდის 77-ე ნომრის სათადარიგოთა სკამზე დატოვება "ემპოლისთან" შეხვედრაში იმედგაცრუება იყო. აურელიო დე ლაურენტისი ამით გაოგნებული და აღშფოთებული იყო. ფრანგი მწვრთნელის თანამდებობიდან გადაყენების აუცილებლობაში, სწორედ ამ მომენტში დარწმუნდა.

გუნდი ახალ ეტაპს იწყებს პრობლემების შემქმნელი გარსიას გარეშე და კვარაცხელია გუნდში თავს არაკომფორტულად აღარ იგრძნობს''. - წერს La republica-ი.

ამავე დროს, იტალიური მედია იმასაც ვარაუდობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ვალტერ მაცრის ნაპოლისთვის" ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ძალა იქნება და ის შემდეგ მატჩშიც ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.

იტალიის სერია A-ს შემდეგი, მე-13 ტურის შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი "ატალანტას" წინააღმდეგ, 25 ნოემბერს, სტუმრად გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები