Belive

ანტონიო კონტე: "დავიდ ნერეშმა საფიქრალი გამიჩინა, ძირითადში სათამაშოდ მზადაა"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე გუნდის შემტევების, ქართველი, ხვიჩა კვარაცხელიასა და ბრაზილიელი დავიდ ნერეშის შესახებ საუბრობს.

იტალიელმა სპეციალისტმა, სერია A-ში, მერვე ტურში, "ემპოლისთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ფეხბურთელებს შორის კონკურენციის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

"დავიდ ნერეში სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს შემოგვიერთდა. ერთი თვის შემდეგ ის უკვე სრულიად სხვა კატეგორიის ფეხბურთელია. ის გახდა ფეხბურთელი, რომელიც მე საქმეს მირთულებს, რადგან ახლა დილემის წინაშე ვარ. სხვადასხვა კომპონენტების გათვალისწინებით, მასსა და კვარაცხელიას შორის გარკვეული დილემა არსებობს. დავიდ ნერეში უკვე მზადაა, რომ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს. გვჭირდება, რომ ყველა ფეხბურთელს შორის ჯანსაღი კონკურენცია არსებობდეს", - ამბობს ანტონიო კონტე.

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა "ნაპოლის" მაისურით ახალ სეზონში, სერია A-ში 3 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რაც მის კარიერაში მეოთხედ მოხდა და ამ მიღწევით, პაულო დიბალასთან ერთად ისტორიაში საუკეთესოა.

სხვა სტატიები