ქართველის დაბრუნება ნაპოლიში? სპორტინგის გარდა ქოჩორაშვილს იტალიური ვარიანტიც აქვს
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი უკვე რამდენიმე ევროპული გუნდის ინტერესთა სფეროშია, მათ შორის ლისაბონის "სპორტინგისა" და "ნაპოლის".
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, პორტუგალიური მედია აქტიურად ამტკიცებს, რომ ქართველი ფეხბურთელი ახალი სეზონიდან ლისაბონურ გრანდში ითამაშებს და რომ კონტრაქტის პირობები უკვე შეთანხმებულია. ამავე დროს, ახლა უკვე, ხვიჩა კვარაცხელიას ძველი გუნდიც აქტიურობს.
საუბარია იმის შესახებ, რომ ორივე გუნდი 7-დან 10 მილიონ ევრომდე ოდენობის სატრანსფერო შეთავაზებას ამზადებს და "ლევანტეს" უახლოეს პერიოდში გაუგზავნის.
გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის ამ სეზონში 6 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა, მისი გუნდი ჩემპიონატში ლიდერის პოზიციას იკავებს, რასაც თუ დარჩენილ დროში შეინარჩუნებს, ლა ლიგაში აღზევდება. საქართველოს ნაკრებში, 2024 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, გიორგი ქოჩორაშვილმა 3 გოლის გატანა მოახერხა.