Belive

la republica: "კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი მალე გაოფიციალურდება"

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედია საშუალება la republica საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კონკრეტულად, საუბარი 23 წლის ქართველ ვარსკვლავსა და იტალიის სამგზის ჩემპიონს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებას ეხება. სტატიაში აღნიშნულია, რომ საკითხი, რომელზე მუშაობაც უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს, უახლოეს პერიოდში გადაწყდება.

"ვალიდ ჩედირა ამიერიდან "ესპანიოლში" ითამაშებს, სირილ ნგონგეს, მიკაელ ფოლორუნშოს, მარიო რუისა და ჯოვანი სიმეონეს შორის ერთ-ერთი კი გუნდს მალე შეიცვლის. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების ამბავიც დაუყოვნებლივ გაოფიციალურდება", - წერს la republica.

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ს მეორე ტურის მატჩში, "ბოლონიასთან" ბრწყინვალე თამაში ჩაატარა და გოლის გატანა, საგოლე პასის გაკეთება და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის წოდების მოპოვება მოახერხა.

სხვა სტატიები