Belive

BBC: "პრემიერ ლიგური გუნდების ფანები მამარდაშვილს და მიქაუტაძეს ითხოვენ"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედია საშუალება BBC საინტერესო სტატიას აქვეყნებს. ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის კვლევაში, ის 5 ფეხბურთელია განხილული, რომელთა დამატებასაც ევრო 2024-ის შემდეგ ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი გუნდების გულშემატკივრები ითხოვენ.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 5 ფეხბურთელიდან 2 საქართველოს ნაკრების წარმომადგენელია. საუბარი გიორგი მამარდაშვილსა და გიორგი მიქაუტაძეზეა.

"საქართველოს ნაკრების პორტუგალიასთან გასაოცარ გამარჯვებაში შეტანილ წვლილთან ერთად, მიქაუტაძემ ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გოლის გატანა მოახერხა.

23 წლის ფეხბურთელმა ასევე მოახერხა 13 გოლის გატანა ლიგა 1-ის 20 მატჩში "მეცის" შემადგენლობაში გასულ სეზონში, მიუხედავად დაქვეითებისა.

სონი, "იპსვიჩ თაუნის" გულშემატკივარი: მისი სათამაშო დონის გათვალისწინებით, მიქაუტაძე კარგი ტრანსფერი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენს ბიუჯეტზე უფრო ძვირი ღირს.

მარკი, "ლესტერ სიტის" ქომაგი: რა თქმა უნდა, მიქაუტაძე. ის საფრანგეთის ქვედა ლიგის საუკეთესო მოთამაშეა, ისევე როგორც ადრე რიად მაჰრეზი.

ტომი, "ვულვზის" ქომაგი: მინდა, რომ მიქაუტაძესთან კონტრაქტს ხელი მოაწერონ. სწრაფია, ახალგაზრდა და იცის, როგორ იპოვოს გოლის გატანის გზა. მან ნამდვილად მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება", - წერს BBC ინგლისური გუნდების გულშემატკივრებზე დაყრდნობით.
"საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, მეკარე გიორგი მამადაშვილი, რომელმაც გერმანიაში შესანიშნავად ითამაშა.

23 წლის ფეხბურთელმა განსაკუთრებული უნარ-ჩვევები გამოავლინა ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ჩეხეთთან და ბურთი 11-ჯერ მოიგერია, რაც ძალიან საჭირო აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი ქულის მოსაპოვებლად.

ჯეკი, "ნიუკასლ იუნაიტედის" გულშემატკივარი: თუ ჩვენ სერიოზულად ვეძებთ ახალ, ხანგრძლივვადიან მეკარეს, მამადაშვილი გუნდს იდეალურად მოერგება.

ტომი, "ნოტინგემ ფორესტის" გულშემატკივარი: კარგი სატრანსფერო ფანჯარა მოიცავს მეკარის დამატებას. მამადაშვილმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თავისი კარგი მოგერიებებით და უკეთესი იქნება, თუ მასთან კონტრაქტს გავაფორმებთ.

ეთანი, "საუთჰემპტონის" გულშემატკივარი: მამადაშვილი საქართველოს ნაკრების კარგი მეკარეა. გევინ ბაზუნუს დიდი ხნის განმავლობაში არ თამაშის გამო, ის შეიძლება იყოს ჩვენთვის სწორი მეკარე", - საუბრობენ გიორგი მამარდაშვილზე.

სხვა სტატიები