Belive

"კვარა ლიდერის პასუხისმგებლობას იღებს - ის გუნდს მხრებით ატარებს" - იტალიური მედია მილანთან მატჩის წინ საუბრობს

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში "ნაპოლი" "მილანს" უმასპინძლებს და სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს.

მატჩის წინ, იტალიური მედია მასპინძელი გუნდის მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას პოტენციურ მონახაზს განიხილავს და ამბობს, რომ მთავარი აქცენტი ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯაკომო რასპადორიზე უნდა გაკეთდეს.

"კვირა საღამოს "ნაპოლის" სტადიონზე ყველა ბილეთი გაიყიდება, რადგან ნეაპოლში "მილანი" ჩადის. მიუხედავად იმისა, რომ საშინაო შეხვედრებში "ნაპოლი" ისე კარგად ვერ თამაშობს, როგორც სტუმრად და უკვე 3 მატჩი წააგო, რუდი გარსიას იმედი ის ორი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე "უნიონ ბერლინთან" გოლი შექმნა (ხვიჩა კვარაცხელია და ჯაკომო რასპადორი).

ამ მატჩში ლიდერის პასუხისმგებლობას ხვიჩა კვარაცხელია აიღებს, რადგან საუკეთესო ბომბარდირი და ზამბო-ანგისა ტრავმირებულები არიან. მან ვერონასა და ბერლინში გუნდი სუპერ-თამაშის მეშვეობით მხრებით ატარა, ახლა კი ჯერი "მილანზეა", რომელიც ნეაპოლში ჩადის.

რუდი გარსია მთელ ფსონს ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯაკომო რასპადორიზე ჩავა, რადგან გუნდი ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე დარჩენის საფრთხის ქვეშაა", - წერს Repubblica-ი.

საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევს, 2023/24 წლების სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში 11 მატჩში 3 გატანილი გოლი და 4 საგოლე პასი აქვს მოგროვებული.

სხვა სტატიები