Belive

FIFA The Best: დაჯილდოება 15 იანვარს, ლონდონში გაიმართება

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

FIFA-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალი 2024 წლის 15 იანვარს, ლონდონში გაიმართება.

აღნიშნული ინფორმაცია მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ნომინაციაში 12 მოთამაშეა წარდგენილი, მათ შორის ერთი კი "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.

დაჯილდოების ცერემონიალზე როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის საუკეთესო მეკარის, ფეხბურთელის, მწვრთნელის, ასევე პუშკაშის პრიზის და FIFA Fan Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ნომინანტები 2023 წლის სექტემბერში გამოცხადდნენ.

რაც შეეხება ხმის მიცემის პროცესს, აქ მონაწილეობას ოთხი კატეგორიის წარმომადგენლები, ეროვნული ნაკრებების კაპიტნები, მთავარი მწვრთნელები, სპორტული მედიის წარმომადგენლები და გულშემატკივრები იღებენ და თითოეული მათგანის ხვედრითი წილი 25% გახლავთ.

რაც შეეხება საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ნომინაციას, აქ ხვიჩა კვარაცხელიას მეტოქეობას შემდეგი ფეხბურთელები უწევენ:

ხულიან ალვარესი;

მარსელო ბროზოვიჩი;

კევინ დე ბრუინე;

ილქაი გუნდოგანი;

ერლინგ ჰალანდი;

როდრი;

კილიან მბაპე;

ლიონელ მესი;

ვიქტორ ოსიმენი;

დეკლან რაისი;

ბერნარდო სილვა;


სხვა სტატიები