Belive

კონფერენს ლიგა: პლეი-ოფის წყვილები ცნობილია

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

18 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას სათაო ოფისმა ჩემპიონთა, ევროპა და კონფერენს ლიგების წილისყრას უმასპინძლა.

რანგით მესამე ევროპული ტურნირის პლეი-ოფის წილისყრაში ქართველი ფეხბურთელების გუნდების მომავალი მეტოქეები გაირკვა.

ცნობილია, რომ გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას ბრატისლავის "სლოვანი", რომლის მთავარი მწვრთნელიც ვლადიმირ ვაისია, ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმს" შეხვდება. გიორგი მიქაუტაძის "აიაქსს" წყვილში "ბოდო გლიმტი" ეყოლება. ხოლო "ფერენცვაროში" რომელთანაც კონტრაქტი გიორგი ხარაიშვილს აკავშირებს, "ოლიმპიაკოსს" შეხვდება.

მთლიანობაში, პლეი-ოფის ეტაპზე შემდეგი 8 წყვილი დაკომპლექტდა:

  • გრაცის "შტურმი" - ბრატისლავის "სლოვანი"

  • "სერვეტი" - "ლუდოგორეცი"

  • "უნიონ სენტ-ჟილი" - ფრანკფურტის "აინტტრახტი"

  • "რეალ ბეტისი" - ზაგრების "დინამო"

  • "ოლიმპიაკოსი" - "ფერენცვაროში"

  • ამსტერდამის "აიაქსი" - "ბოდო გლიმტი"

  • "მიოლდე" - ვარშავის "ლეგია"

  • "მაკაბი ჰაიფა" - "გენტი"

პირველი მატჩები 15 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 22 რიცხვში შედგება.

სხვა სტატიები