"კვარა კი, ჯანდაბა!! ის ძალიან მაგარი ფეხბურთელია" - პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ"-ში სადებიუტო გოლზე, რომელიც "მონაკოს" წინააღმდეგ გაიტანა ყველა საუბრობს, განსაკუთრებით კი საფრანგეთში. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ვინც კვარას გოლით და საფეხბურთო თვისებებით აღფრთოვანდა საფრანგეთის ნაკრების და "პსჟ"-ს ყოფილი მოთამაშე ჟერომ როთენია.
ყოფილი ფეხბურთელი ასევე არის საფეხბურთო ექსპერტი მან კი ერთ-ერთ გადაცემაში ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა:
ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც ცოტა შეცდომას უშვებ. მათ ითამაშეს სულ 15 წუთი და მატჩი დაასრულეს, ამის შემდეგ ბურთს აგორებდნენ და თითქმის აღარ თამაშობდნენ. გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებიც კარგად განვითარდნენ. როდესაც ბარკოლას ხედავ, როგორ იღებს ბურთს, როგორ დარბის, ეს შთამბეჭდავია! კვარა კი, ჯანდაბა, ის ძალიან მაგარი ფეხბურთელია - ჟერომ როთენი
🔴🔵 "Ce qui est impressionnant, c'est leur faculté à faire très peu d'erreurs. Au milieu il y a peu de déchets. Ils ont joué 15' et ont plié le match. Après, ils ont joué à la baballe. Kvara c'est un put***n de joueur"@RothenJerome revient sur la victoire du PSG face à l'ASM. pic.twitter.com/bXT0A7LBoR
— Rothen s'enflamme (@Rothensenflamme) February 10, 2025