კვარა, მბაპე, ბარკოლა | ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
დღეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის ეტაპი დასრულდა და მერვედფინალის საგზური კიდევ 4-მა გუნდმა - ,,პარი სენ ჟერმენმა'', ,,რეალმა'', ,,პსვ ეინდჰოვენმა'' და ,,დორტმუნდმა'' გაიფორმა.
პლეი-ინიდან მომდევნო ეტაპზე გუშინ ,,ბრიუგე'', ,,ფეიენოორდი'', ,,ბაიერნი'' და ,,ბენფიკა'' გავიდნენ.
ეს 8 კლუბი 1/8-ფინალში იმ გუნდებს შეუერთდება, რომლებმაც პლეი-ოფში გასვლა ლიგის ფაზიდან შეძლეს (ლივერპული, ბარსელონა, არსენალი, ინტერი, ატლეტიკო, ლევერკუზენი, ლილი, ასტონ ვილა).
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის განმეორებითი მატჩების დასრულების შემდეგ, 'Whoscored'-მა კვირის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, სადაც უმაღლესი შეფასებით (10.0) ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

'Whoscored'-მა 10-ქულიანი შეფასება მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიასა და კილიან მბაპეს დაუწერა.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა პარასკევს გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.