Belive

კვარა და მამარდა ერთ გუნდში? ლივერპული სუპერ-შეთავაზებას ამზადებს

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ორმა ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მამარდაშვილმა შესაძლოა კარიერა ერთ გუნდში, "ლივერპულში" გააგრძელონ.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია აქტიურად, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატრანსფერო მედია საშუალება footballinsider-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ლივერპული" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს დიდი ტრანსფერის განხორციელებას და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას აპირებს. ინგლისური გრანდის ხელმძღვანელები ქართველ ფეხბურთელს დიდი ხანია აკვირდებიან.

უკვე დიდი ხანია, რაც "ლივერპული" ამ ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. იმის ფონზე, რომ ამ ზაფხულს გამორჩეული ტრანსფერი არ განუხორციელებიათ, ახლა კვარაცხელიასთან კონტრაქტზე ხელის მოწერას აპირებენ.

კვარაცხელია, რომელიც წინა წელს "ნაპოლის" მთავარი ფიგურა გახლდათ, გუნდთან კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაშია დაკავშირებული, ნეაპოლელები კი მის ტრანსფერში სოლიდურ თანხას ელოდებიან", - წერს footballinsider.

ამასთანავე, "ლივერპული" გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიადან" დამატებაზე აქტიურად მუშაობს და ევროპული მედიის მტკიცებით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ხვიჩა კვარაცხელიამ და "ნაპოლიმ" სერია A-ს ახალი სეზონი "ვერონასთან" სტუმრად წაგებით (0:3) დაიწყო, შემდეგ მატჩს კი "ბოლონიასთან" 25 აგვისტოს, საშინაო კედლებში გამართავენ.

სხვა სტატიები