კარლსრუეს მწვრთნელი: "ბუდუმ ზუსტად ისეთი გოლი გაიტანა, როგორც გვჭირდებოდა"
3 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
გერმანიის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე, ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუემ" სტუმრად "ოფენბაჰს" 2:0 აჯობა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. გამარჯვების გოლის გატანა აღნიშნულ მატჩში სწორედ 30 წლის ქართველმა თავდამსხმელმა შეძლო.
მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ დადებით კონტექსტში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გოლი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა.
"ჩვენ ზუსტად ისეთი გოლი გვჭირდებოდა, როგორიც ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მნიშვნელოვანი გოლი, რომელმაც გარდამტეხი როლი ითამაშა", - ამბობს კრისტიან აიხნერი.
ბუდუ ზივზივაძის გუნდს მერვედფინალში თამაში გარანტირებული აქვს, რაც შეეხება ჩემპიონატს, მეორე ბუნდესლიგაში "კარლსრუე" 19 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და ლიდერ დიუსელდორფის "ფორტუნას" ქულათა მინიმალური სხვაობით ჩამორჩება. შემდეგ ტურში გუნდი 2 ნოემბერს, "ჰანოვერს", სტუმრად შეხვდება.