Belive

კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში: გიორგი წიტაიშვილი ანდალუსიურ გუნდში ითამაშებს

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

Geo Team-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში გააგრძელებს.

ლა ლიგა 2-ში 2023/24 წლების სეზონის შემდეგ დაბრუნებული "გრანადა" და 23 წლის ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ, ახლა კი მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა და სხვა ფორმალური დეტალების მოგვარებაა დარჩენილი.

გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოდან" ანდალუსიურ გუნდში 1-წლიანი იჯარის წესით ითამაშებს, ესპანელებს კი მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

საქართველოს ნაკრების შემტევმა გასული რამდენიმე თვე "დინამო ბათუმში" გაატარა.

სხვა სტატიები