ვილი სანიოლი: "ფეხბურთელებისგან წინა თვეების მსგავს დისციპლინასა და მონდომებას ვგრძნობ"
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში, უკრაინასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.
"გადავწყვიტეთ, რომ ამ მატჩებისთვის პოლონეთში მოვმზადებულიყავით. ამით, გუნდმა ენერგია დაზოგა და ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ. გუნდში ამ მატჩისთვის შესანიშნავი ატმოსფეროა.
ფეხბურთში ზოგჯერ აგებ, ზოგჯერ კი იმარჯვებ. წარუმატებელი მატჩების სერია არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად ასე გაგრძელდება. უკრაინის ნაკრებს ბევრი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავს და რთულ მატჩს ველოდებით.
ვფიქრობ, გუნდში იგივე ატმოსფეროს, დისციპლინას და სურვილს ვხედავ, რაც სექტემბერში ვნახე. კმაყოფილი ვარ მათი მომზადებით. მოთამაშეებმა იციან, რომ ფეხბურთი მხოლოდ გამარჯვება ან წაგება არ არის და რომ მთავარია აჩვენო, რომ ყველაფრის გაკონტროლებას და სრულფასოვნად ფოკუსირებას ცდილობ.
ჯგუფში არსებულ სატურნირო მდგომარეობაზე ახლა არ ვფიქრობთ. ყველა ნაკრები, რომელიც ახლა ჩვენს ჯგუფშია, ევროპის ჩემპიონატზე ტრადიციული შესარჩევი ეტაპიდან გავიდა, ასე რომ, ნათელია, თუ რამდენად რთული მეტოქეების პირისპირ გვიწევს თამაში. წინ 4 რთული მატჩი გველოდება და მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა მივუდგეთ.
საბა გოგლიჩიძე და გიორგი გულიაშვილი ნაკრებს დამაჯერებლად შეუერთდნენ, რადგან მათ ასაკობრივ დონეზე გამოცდილება უკვე აქვთ. რა თქმა უნდა, გუნდში ძალიან მაღალი კონკურენციაა, მაგრამ ყველა, ვინც სათამაშო დროს იმსახურებს, აუცილებლად მიიღებს", - ამბობს ვილი სანიოლი
საქართველოს ნაკრები უკრაინასთან მატჩს პოლონეთის ქალაქ პოზნანში, "ენეა არენაზე" გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.