მანჩესტერ სიტისთან მატჩში ვილიარეალის შემადგენლობა ცნობილია
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მესამე ტურში, მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.
ლა სერამიკაზე გასამართ მატჩში საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაშია, მისი გუნდის თერთმეტეული კი ასე გამოიყურება.
ვილიარეალი: ლუის ჟუნიორი, სანტიაგო მოურინიო, ხუან ფოიტი, რენატო ვეიგა, ალფონსო პედრასა, პაპე გეიე, სანტი კომესანა, ტომას პარტეი, ტაიონ ბუკანანი, ნიკოლას პეპე, გიორგი მიქაუტაძე.
მთავარი მწვრთნელი: მარსელინო.
ვილიარეალმა საწყისი მატჩი ლონდონის ტოტენჰემთან წააგო, ტურინის იუვენტუსთან კი სტუმრად ფრე ითამაშა. ქართველის გუნდმა მესამე ტურის მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა დაიწყოს.