Belive

ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა, სერია A-ს დანარჩენ ვინგერებთან შედარებით

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს, ამას თითოეულ თამაშში დაფიქსირებული გასაოცარი სტატისტიკაც მოწმობს. ფეხბურთელების და გუნდების სტატისტიკურ მონაცემებს DataMB აქვეყნებს.

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სხვა ყველა ვინგერთან შედარებით სტატისტიკურ მონაცემებში ლიდერობს:

  • ყველაზე მეტი მოსალოდნელი საგოლე გადაცემა

  • ყველაზე მეტი შეტევითი მოქმედება

  • ყველაზე მეტი აჩქარება

  • ყველაზე მეტი საკვანძო პასი

  • ყველაზე მეტი ასისტი დასარტყმელ პოზიციაზე

  • ყველაზე მეტი დარტყმა

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. "ნაპოლი" კი 13 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას ნეაპოლელები "კომოს" წინააღმდეგ 4 ოქტომბერს ჩაატარებენ, მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები