Belive

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში ყველაზე მაღალი შეფასება აქვს | Whoscored

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს 5 ტურის დასრულების შემდეგ Whosocred-მა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, ვინც სეზონის დაწყების დღიდან დღემდე საშუალოდ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, პირველ ადგილს ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს.

სრულად სია კი ასე გამოიყურება:

  1. ხვიჩა კვარაცხელია - 7.85

  2. ჯოვანი დი ლორენცო - 7.57

  3. ალესანდრო ბონჯორნო - 7.54

  4. ვალენტინ კასტელანოსი - 7.52

  5. მარკუს ტურამი - 7.40

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში უკვე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

"ნაპოლი" 5 ტურის შემდეგ 10 ქულით (3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება) მე-3 პოზიციაზეა. ნეაპოლელები მომდევნო შეხვედრას, ხვალ 29 სექტემბერს მონცას წინააღმდეგ ჩაატარებენ, მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები