ჯოვანი მანა: "კვარას კონტრაქტის საკითხზე შევხვდით და ვისაუბრეთ"
ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მხარეებს ჯერ შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ და არც ხელშეკრულება განახლებულა, იტალიურ მედიაში კი ამაზე ბევრს საუბრობენ.
ახლა კომენტარი ნეაპოლელთა სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ მოლაპარაკებები სეზონის მიწურულს განახლდება.
"ჩვენ შევხვდით და ვისაუბრეთ. ამ თემაზე საუბრის გაგრძელება ახლა არ გვსურს, ამას სეზონის მიწურულს გავაკეთებთ, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი გუნდთან კიდევ 2 წლით აკავშირებს. ჩვენ გვინდა, რომ ის მოედანზე კონცენტრირდეს, შემდეგ კი დავაჯილდოვოთ. ამ მხრივ მშვიდად ვართ", - ამბობს ჯოვანი მანა.
ასევე, გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ "ლაციოსთან", იტალიის თასის მერვედფინალურ მატჩს, რომელიც დედაქალაქელებმა (3:1) მოიგეს, კრისტიან ძაკარდო დაესწრო, რამაც შესაძლებელია მოლაპარაკებები განაახლოს.
"ნაპოლი" მიმდინარე სეზონში სერია A-ში საკმაოდ კარგად თამაშობს და 14 ტურის შემდეგ დაგროვებული 32 ქულით გუნდი ლიდერის პოზიციაზეა. შემდეგ მატჩს "ნაპოლი" საშინაო კედლებში, 8 დეკემბერს, "ლაციოსთან" გამართავს.
23 წლის ქართველი ფეხბურთელის აქტივში სერია A-ში 14 მატჩში გატანილი 5 გოლი და 3 საგოლე პასია. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიის თასზე ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.