Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ტულუზას წინააღმდეგ

6 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურის შეხვედრაში "პსჟ"-მ "ტულუზა" მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე ფაბიან რუისმა გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, Sofascore-მა ქართველ შემტევს 7.1 შეფასება დაუწერა, კვარამ თითო-თითოჯერ კარში და კარისკენ დაარტყა, 3-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 2 წარმატებული გამოდგა, ბურთს 43-ჯერ შეეხო, 31 გადაცემიდან 25 ზუსტად შეასრულა, 7 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 3-ში დარჩა.

"პსჟ" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 56 ქულით პირველ ადგილს იკავებს (17 მოგება, 5 ფრე, 0 მარცხი), მეორეადგილოსან "მარსელს" კი 10 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, 20 თებერვალს, 00:00 საათზე "ბრესტის" წინააღმდეგ გამართავს.

"პსჟ"-ში გადასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები