Belive

"კვარაცხელიას ვენდობით, მისი ნიჭის გვჯერა" - მედიაში ქართველის ადაპტირებაზე საუბრობენ

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია 12 თებერვალს 24 წლის გახდა.

en.parisfans "პსჟ-ს" ახალწვეულს დაბადების დღეს ულოცავს, მის მიერ გუნდში გატარებულ მოკლე პერიოდს აფასებს და მის საფეხბურთო შესაძლებლობებს განიხილავს.

"ამ ზამთარში, "ნაპოლიდან" გადმობარგებული ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ-სთან" ადაპტირების პერიოდშია. ჩვენ მისი შესაძლებლობების გვჯერა, ვენდობით მის ნიჭს და პროფესიონალიზმს, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ მალე გუნდში თავის სრულფასოვნად დამკვიდრება შეძლოს.

კვარას განსაკუთრებული საფეხბურთო შესაძლებლობებია, დრიბლინგი, პასი, დარტყმა და დაცვითი მოქმედებები.

ფეხბურთელი, რომელიც მრავალმხრივობით გამოირჩევა, "პსჟ-სა" და ლუის ენრიკეს პროექტს ბრწყინვალედ ერგება. ვულოცავთ მას დაბადების დღეს და ვამბობთ, რომ სიღრმისეული ადაპტირებისთვის, ახალ ფეხბურთელს დრო სჭირდება", - წერს en.parisfans.

24 წლის ფეხბურთელმა ახალი გუნდის შემადგენლობაში უკვე 5 მატჩსა და სამ ტურნირზე თამაში მოახერხა, მის აქტივში გატანილი გოლი და გაკეთებული საგოლე პასია.

სხვა სტატიები