ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სიმბოლურ გუნდში მოხვდა
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.
23 წლის ქართველმა შემტევმა, "ბოლონიასთან" ბრწყინვალე თამაში ჩაატარა, გოლი გაიტანა, საგოლე პასის გაკეთება მოახერხა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
Whoscored-ის ვერსიით, კოეფიციენტების მიხედვით შედგენილ სიმბოლურ გუნდში, ხვიჩა კვარაცხელია თითქმის მაქსიმალური, 9.8 შეფასებით მოხვდა, რაც ცხადია საუკეთესო მაჩვენებელია.
ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, სიმბოლურ გუნდში, "ნაპოლის" კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცოც მოხვდა.
უახლესი ინფორმაციების მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" შორის მალე კონტრაქტი გახანგრძლივდება.