Belive

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 25-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

10 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

25-ე სათამაშო კვირაში "ნაპოლიმ" "ჯენოასთან" ფრედ - 1:1 ითამაშა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი სწორედ 23 წლის ქართველი შემტევი იყო, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული თამაში აჩვენა.
Sofascore-ის მონაცემებით, 8.3 მარგი ქმედების კოეფიციენტით, ქართველი ფეხბურთელი სათამაშო კვირის საუკეთესო თერთმეტეულში "ინტერის" ხუთ, "მილანის", "კალიარისა" და "რომას" თითო-თითო ფეხბურთელთან ერთად მოხვდა.

"ნაპოლი" 24 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვებული 36 ქულით სერია A-ში მეცხრე პოზიციას იკავებს, შემდეგი მატჩი კი 25 თებერვალს, "კალიარისთან" სტუმრად უნდა ჩაატაროს. რაც შეეხება უეფას ჩემპიონთა ლიგას, მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას 22 თებერვალს, "ბარსელონასთან" საშინაო კედლებში გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები