Belive

ოფიციალურად: ვალენსიას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გუნდს, "ვალენსიას", ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

ვალენსიურ გუნდს რუბენ ბარახას შემდეგ კარლოს კორბერანი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე "ვესტ ბრომის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

41 წლის სპეციალისტს "ვილიარეალში", "ალკორკონში", საუდის არაბეთში, "ალ იტიჰადსა" და "ალ ნასრში", კვიპროსში, "დოქსასა" და "ერმისში", ინგლისში, "ლიდსსა" და "ჰადერსფილდში" და ბერძნულ "ოლიმპიაკოსში", როგორც მთავარი მწვრთნელის, ისე ასისტენტის როლში უმუშავია.

კარლოს კორბერანი, მეკარე გახლდათ და 23 წლამდე "ვალენსიას" აკადემიის გუნდებში ირიცხებოდა, ფეხბურთელის კარიერიდან კი სამწვრთნელო საქმიანობაზე ადრეულ ასაკში გადაერთო.

"ვალენსია" ლა ლიგაში 17 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვებული 12 ქულით სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს გუნდი 4 იანვარს, მადრიდის "რეალთან" გამართავს და 2025 წელს გახსნის.

სხვა სტატიები