Belive

ხვიჩა კვარაცხელია FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძოლებს

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის FIFA-ს წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ იმ 12 ფეხბურთელის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც ამ უპრესტიჟულესი ჯილდოს მოსაგებად იბრძოლებენ. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებისთვის ხმის მიცემის უფლება გულშემატკივარსაც აქვს, რაც მითითებულ ბმულზე გადასვლითაა შესაძლებელი.

ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად აღნიშნულ ჩამონათვალში ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, კევინ დე ბრუინე, ხულიან ალვარესი, მარსელო ბროზოვიჩი, ილქაი გიუნდოგანი, როდრიგო, ვიქტორ ოსიმენი, დეკლან რაისი და ბერნარდო სილვა მოხვდნენ.

ცოტა ხნით ადრე, 22 წლის ქართველი ვარსკვლავი იმ 30 ფეხბურთელს შორისაც დასახელდა, რომელიც ოქროს ბურთის მოსაგებად იბრძოლებს.

სხვა სტატიები