Belive

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ ფორმაშია და ის, რომ ღამურები ლა ლიგაში ცხრილის ზედა ნაწილში ყოფნას ახერხებენ, უმეტესწილად სწორედ 23 წლის გოლკიპერის დამსახურებაა.

ამის ფონზე, ქართველი მეკარე არაერთ ესპანურ მედია საშუალებას და თავად ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ პლატფორმას აქტიურ მხედველობის არეალში ჰყავს, მას ტურის სიმბოლურ გუნდებში ახვედრებს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებასაც ხშირად არგუნებს.

ამჯერად, ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ესპანურმა მედია საშუალება Marca-მ გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მე-11 ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის მებრძოლთა შორის შეიყვანა.

მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებული, გულშემატკივრის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება, შესაბამისად, ხმის მიცემა Marca-ს ვებ-გვერდზე გადასვლითაა შესაძლებელი.

გიორგი მამარდაშვილმა მე-11 ტურში ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი დაიმსახურა და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა - 2:2. რაც შეეხება უშუალოდ "ვალენსიას", ღამურებს 11 ტურში დაგროვებული 15 ქულით მეცხრე პოზიცია უკავიათ და შემდეგ ტურში 5 ნოემბერს, "გრანადას" საშინაო კედლებში უმასპინძლებენ.

სხვა სტატიები