ნაკრების ახალგაზრდა დინამოელები უკრაინულ გუნდებს დაუკავშირეს
საქართველოს ნაკრებისა და "დინამო თბილისის" ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ანზორ მექვაბიშვილი და ალექსანდრე კალანდაძე უკრაინული გუნდების ინტერესთა სფეროში არიან.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კონკრეტულად, გამოცემა ua-football.com ავრცელებს ცნობას, რომ 22 წლის ცენტრალური მცველის, ალექსანდრე კალანდაძის ტრანსფერი კიევის "დინამოს" შესთავაზეს. თუმცა, დედაქალაქელებმა ამ ვარიანტზე უარი თქვეს, სამაგიეროდ, სხვა გუნდები აქტიურობენ.
ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანს რაც შეეხება, მექვაბიშვილის დამატებით "ჩერკასი", ჟიტომირის "პოლისა" და დონეცკის "შახტარი" ინტერესდებიან. საქართველოს ნაკრების 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი შესაძლებელია ირაკლი აზაროვისა და გიორგი გოჩოლეიშვილის თანაგუნდელი გახდეს.
ორივე ფეხბურთელი "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია და მათ 2023 წლის სეზონში საქართველოს 19-გზის ჩემპიონის მთავარი გუნდის შემადგენლობაში, ასევე, ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე და საქართველოს მთავარ ნაკრებში ითამაშეს.