Belive

ხვიჩა კვარაცხელია ბრუნდება - ქართველმა ნაპოლისთან ერთად ივარჯიშა

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მცირე ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება.

22 წლის ქართველმა შემტევმა, მას შემდეგ, რაც "ჟირონასთან" ამხანაგურ მატჩში მარცხენა ფეხზე მცირე ტრავმა მიიღო, საწვრთნელი პროცესი აქტიურად განაახლა და "ნაპოლის" წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, მორიგი სესიის დროს, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად ივარჯიშა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა და ის სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდს სრულფასოვნად გააგრძელებს.

"ნაპოლი" შემდეგ ამხანაგურ მატჩს კვიპროსული "აპოლონის" წინააღმდეგ 11 აგვისტოს გამართავს. რაც შეეხება სერია A-ს, იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში ნეაპოლელები 19 აგვისტოს, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის "ფროსინონეს" სტუმრად დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები