Belive

Gazzetta dello Sport: "საქმე მხოლოდ შეცვლებში არაა - კვარა და ოსიმენი გარსიასგან ნდობას ვერ გრძნობენ"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში "ნაპოლისა" და "ბოლონიას" შორის სტუმრად გამართული მატჩის შემდეგ, იტალიური მედია ნეაპოლური კლუბის ლიდერების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის რუდი გარსიას მისამართით უკმაყოფილოების შესახებ აქტიურად საუბრობს.

Gazzetta dello Sport-ის ვერსიით, ქართველი და ნიგერიელი შემტევების უკმაყოფილების მიზეზი არამხოლოდ მათი ნაადრევი შეცვლა, არამედ მწვრთნელის მხრიდან ნდობის ვერ გრძნობა განაპირობებს.

"საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ კვარა და ოსიმენი ნაადრევად შეიცვალნენ, მათი უკმაყოფილების მიზეზი მწვრთნელის მხრიდან ნდობის არქონაა.

სპალეტი ასევე ცვლიდა ოსიმენსა და კვარას, ნიგერიელის გამოხტომების მიღება, რომელიც ძლივს ეგუებოდა შეცვლას, ლუჩიანოსთვის რთული იყო, მაგრამ ეს იმდენად მტკივნეული არ გახლდათ, რადგან ფეხბურთელები მოედანზე საერთო სიმფონიას ქმნიდნენ. წელს გუნდს აშკარად უჭირს და ამაში რუდი გარსიას პასუხისმგებლობა დიდია, რა დროსაც მან სწრაფად უნდა იმოქმედოს.

"ბოლონიასთან" მატჩში კვარასა და ოსიმენის შეცვლის მიზეზები ვერ აიხსნება. ასეთი რამ "ნაპოლის" თითქმის საუკუნოვან ისტორიაში არ მომხდარა, რომ გუნდის ორი ფეხბურთელი ოქროს ბურთის ნომინანტია და ისინი გუნდში თავს ყველაზე არაკომფორტულად გრძნობენ, ეს კი მწვრთნელის პასუხისმგებლობააა. ჰოლანდი-დე ბრუინესა და მბაპე-მესის შემდეგ ეს ევროპულ სცენაზე საუკეთესო დუეტია", - წერს Gazzetta dello Sport-ი.

"ნაპოლის" 5 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს დაგროვებული და მეშვიდე ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს ქართველი ვარსკვლავის გუნდი 27 სექტემბერს "უდინეზეს" წინააღმდეგ საშინაო კედლებში გამართავს.

სხვა სტატიები