Belive

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 13 მარტს დასახელდება

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის 13 მარტს დასახელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ნაკრების ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს და წერს, რომ 13 მარტს, 12:00 საათზე, ეროვნული გუნდის თავკაცი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც შემადგენლობასაც დაასახელებს.

საქართველოს ეროვნული გუნდი 21 მარტს, ნახევარფინალურ მატჩში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", ლუქსემბურგს შეხვდება, ხოლო იქ გამარჯვების შემთხვევაში, ფინალურ შეხვედრასაც თავად უმასპინძლებს. 26 თებერვალს ფინალურ წყვილში მეტოქე საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილში გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები