კარიერაში მესამედ | ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ზეა წარდგენილი
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელიას პრესტიჟული დაჯილდოების, Globe Soccer Awards-ის 2026 წლის ნომინაციაზეა წარდგენილი.
25 წლის ქართველი ვარსკვლავი წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში 25 კანდიდატთან ერთად არის წარდგენილი. ამავე დროს, საუკეთესო შემტევის კატეგორიაში კვარა 14 საუკეთესოს შორის დასახელდა.
იგივე კატეგორიებში კვარა შარშანდელ სეზონშიც გახლდათ ნომინირებული, ხოლო წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის მესამედ იბრძვის: სადებიუტო ნომინაცია ქართველმა 2023 წელს მიიღო.
მნიშვნელოვანია, რომ პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური ავლენს, სადაც სხვადასხვა კატეგორიის გამორჩეული საფეხბურთო ფიგურები, ვეტერანი მოთამაშეები, მწვრთნელები, მსაჯები, მენეჯერები, მედიის წარმომადგენლები და სხვები შედიან. მაგალითად: იან რაში, ფერან სორიანო, ფრანჩესკო ტოტი, იკერ კასილასი, ერიკ აბიდალი, ადრიანო გალიანი, ანტონიო კონტე, ლუიშ ფიგუ, ფაბიო კაპელო, მარჩელო ლიპი, ფელიქს ბრიხი, დეკუ, ემილიო ბუტრაგენიო, ჯენარო გატუზო და სხვები.