Belive

კარიერაში მეოთხედ - ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის

10 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოსაპოვებლად იბრძვის.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ქართველი ვარსკვლავი აღნიშნული ჯილდოსთვის პირველად იბრძვის, თუმცა წინა სეზონში ეს აღიარება სამჯერ მიიღო და ამ კუთხით, საუკეთესოა.

ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის ბრძოლაში ხვიჩა კვარაცხელიას ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელი მცველი ჟელსონ ბრემერი, მილანის "ინტერის" თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი, "ბოლონიას" ნახევარმცველი, რიკარდო ორსოლინი, "მილანის" შემტევი, კრისტიან პულიშიჩი და "ფროზინონეს" გარემარბი, მატიას სოულე იბრძვიან.

ქართველი ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა მითითებულ ბმულზე გადასვლითაა შესაძლებელი.

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში, მიმდინარე სეზონის ოქტომბრის თვეში, სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა შეძლო, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 12 შეხვედრაში კი 3 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები