პარიზული გრანდის მარტივი გამარჯვება - ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურის შეხვედრაში, "პარი სენ-ჟერმენისა" და "ლილის" დაპირისპირება შედგა. პარიზში, "პარკ დეს პრენსზე" გამართული მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელია პარიზული გრანდის სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მოედანზე 63-ე წუთზე, დემბელეს ნაცვლად შევიდა. Sofascore-მ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 6.5 ქულით შეაფასა. მოედანზე გატარებულ მცირე დროში კვარაცხელია ბურთს 21-ჯერ შეეხო, 9 ზუსტი პასი გააკეთა და 1 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა.
24-ე ტურში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, "პარი სენ-ჟერმენმა" საჩემპიონო პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და მეორეადგილოსან "მარსელს" 16-ქულიანი უპირატესობით უსწრებს.