Belive

ჯორჯო კიელინი: "თუ კვარა და ოსიმენი ოპტიმალურ ფორმაში შევლენ, მათ ვერავინ შეაჩერებს"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

​ტურინის "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ "ნაპოლის" ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. "ბიანკონერის" ყოფილმა კაპიტანმა კომენტარი საქართველოს ნაკრებისა და "პართენოპეის" ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

"ნაპოლიმ" თამაში არც თუ ისე კარგად დაიწყო, მაგრამ თუ კვარა და ოსიმენი ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნდებიან, მათი გაჩერება რთული იქნება. ახალ მწვრთნელს ყოველთვის დრო სჭირდება, მაგრამ გარსია კარგი მწვრთნელია, მიუხედავად იმისა, რომ რთულია ჩემპიონი გუნდის წნეხით თამაში. რაც შეეხება იტალიაში ყველაზე ძლიერ გუნდს, ამ ეტაპზე ჩემთვის ასეთად "ინტერი" რჩება", - თქვა 39 წლის ფეხბურთელმა.

2023/24 წლების სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" შემადგენლობაში 8 მატჩის ჯამში, 1 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა. 22 წლის ქართველი გარემარბის გუნდი მომდევნო მატჩს უკვე სერია A-ში "ფიორენტინას" წინააღმდეგ, 8 ოქტომბერს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები