Belive

გიორგი მოისწრაფიშვილი ბელგიის მეორე ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი, გიორგი მოისწრაფიშვილი ბელგიის რანგით მეორე ლიგის მეშვიდე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

"დეინძესთან" სტუმრად ნათამაშები უგოლო ფრეს შემდეგ, "ბევერენის" ქართველი 77-ე ნომერი ჩემპიონატის სათამაშო კვირის თერთმეტ გამორჩეულ მოთამაშეს შორის დასახელდა და საუკეთესო გუნდში მოხვდა.

გიორგი მოისწრაფიშვილმა ახალი გუნდის შემადგენლობაში უკვე მეორე მატჩი ჩაატარა, რაც შეეხება უშუალოდ "ბევერენს" გუნდს 7 მატჩში 6 ქულა აქვს დაგროვებული და მე-12 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 22 წლის ქართველის გუნდი 8 ოქტომბერს, "ვარეგემის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები