Belive

ჯგუფური ეტაპის საუკეთესო - ხვიჩა კვარაცხელია ამ კომპონენტში ყველას ჯობნის

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი განახორციელა.

22 წლის ქართველმა შემტევმა ჯგუფურ ეტაპზე 46 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მეორე პოზიციაზე კილიან მბაპე იმყოფება - "პსჟ-ს" ლიდერს 44 დრიბლინ გი აქვს, ხოლო ხუთეული ასე გამოიყურება:

"ნაპოლიმ" ჯგუფურ ეტაპზე 10 ქულა დააგროვა, მეორე პოზიცია დაიკავა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. რაც შეეხება უშუალოდ ქართველ ფეხბრუთელს, მან ყველა მატჩში სრულად ითამაშა და "უნიონ ბერლინთან" მოგებულ შეხვედრაში (1:0) გამარჯვების გოლისას საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები